Etym. ნაწარმოები ფორმა სახელიდან – კლარა წმიდა კლარასა და წმიდა ფრანცისკე ასიზელის მიერ 1212- 1214 წლებში დაარსებული ფრანცისკული „მეორე ორდენის“ ანუ ქალთა რელიგიური ორდენის მოწესე ქალები. ორდენის წესდება 1253 წელს პაპმა ინოკენტი IV-მ დაამტკიცა, ხოლო 1263 წელს ურბან IV-მ მასში შესწორებები შეიტანა. მოწესენი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ ლოცვასა და მჭვრეტელობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4