A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი

კლაუზურა

Etym. ლათ. ზმნიდან claudere „დახურვა“, „ჩაკეტვა“
It. Clausura
აღნიშნავს როგორც კანონიკურ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს სამოწესეო დაწესებულებებში უცხო პირთა შესვლისა და იქ მცხოვრებთა გარეთ გამოსვლის წესს, ასევე, ამავე დაწესებულებებში ამ წესისადმი დაქვემდებარებულ ადგილებს. კლაუზურას ეწოდება პაპისეული, როდესაც ის წმიდა საყდრის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ ნორმებს შეესაბამება, საეპისკოპოსო – თუკი მას ადგილობრივი ეპისკოპოსი აწესებს, კონსტიტუციური – როდესაც განისაზღვრება სამოწესეო ინსტიტუციის საკუთარი სამართლით (CIC, კან. 667), ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და მისიის შესაბამისად. კლაუზურის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად წესდებოდა, სანამ XVI საუკუნეში (ტრიდენტის კრება) საერთო კანონს არ დაექვემდებარა. ვატიკანის II კრების დეკრეტში Perfectae caritatis გამოხატულია პაპისეული კლაუზურის განახლების სურვილი „იმ წეს-ჩვევათა გაუქმებით, რომელთა არსებობა უკვე გაუმართლებელია“ (PC, 16).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9