A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კურ

კურთხევა

Etym. გვიანლათ. სიტყვიდან benedictio
It. Benedizione
ღმრთისადმი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიმართული თხოვნა, რათა მან განსაკუთრებულად მოავლინოს თავისი მადლი პიროვნებებზე (პიროვნებათა კურთხევა) და აკურთხოს საგნები. ვიწრო გაგებით, კურთხევა განსხვავდება მეოხების ლოცვისაგან, რადგანაც მას განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე პირი – მღვდელმსახური – წარმოთქვამს. კურთხევა შეიძლება იყოს მოხმობითი ან მიძღვნითი. კურთხევა იმ შემთხვევაშია მიძღვნითი, როდესაც პიროვნებას ან კულტის საგანს მიემართება, ანდა ახლავს ღმრთისმსახურებისადმი მიძღვნის წესს. კურთხევის მიცემა შეიძლება ჯვრის გამოსახვით ან ხელდასხმით, ნაკურთხი წყლის შეპკურებით ან წმიდა ზეთის ცხებით. განსაკუთრებით საზეიმოა კურთხევა urbi et orbi, რომელსაც პაპი „ქალაქ რომსა და მთელ სამყაროს“ აძლევს განსაზღვრულ ვითარებაში და რომელსაც ცოდვათა სრული მიტევება ერთვის. კურთხევის თეოლოგიური საფუძველი ქრისტესმიერი მადლის შუამავლობაა. მართლაც, იესოში ხორციელდება ღმრთის უმაღლესი კეთილმოსურნეობა ანუ მისი კურთხევის სისრულე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9