A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლავ ლაზ ლათ ლაი ლამ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლაფსნი

Etym. ლათ. „დაცემულნი“
It. Lapsi
ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს, რომლებმაც დევნის, განსაკუთრებით, დეციუსის მიერ განხორციელებული დევნის (249- 251), პერიოდში სარწმუნოება უარყვეს. ლაფსთა სხვადასხვა სახეობანი არსებობდა: ისინი, რომლებიც წარმართთა კერპებისათვის საკმევლის მკმეველნი იყვნენ; ისინი, რომლებიც ღმრთაებათათვის მსხვერპლის შემწირავნი იყვნენ; ისინი, ვინც მოტყუებით ან მოსყიდვით მოიპოვა იმპერატორის ედიქტის მორჩილების დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა ფიზიკურად მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა არ მიუღია. ლაფსთა პრობლემა ეკლესიაში მას შემდეგ დადგა, რაც მრავალმა მათგანმა ეკლესიის წიაღში ხელახლა დაშვების ნებართვა ითხოვა. დამყოლი ხასიათის პაპ კორნელის, რომელიც ლაფსთა თხოვნის დაკმაყოფილებისაკენ იხრებოდა, ხისტი ნოვიციანე დაუპირისპირდა და ღიად დაადანაშაულა ეკლესია შემრიგებლობაში. ნოვიციანეს მიმდევრებს „სპეტაკნი“ (ბერძ. catari - ნ. კათარები) უწოდეს, 251 წელს ისინი კრებამ საეკლესიო საკრებულოდან განკვეთა. დიოკლეტიანეს დროს ლაფსთა შორის კიდევ ერთი ნაირსახეობა გაჩნდა: ტრადიტორები (ლათ. tradere „ჩაბარება“). ის აღნიშნავდა პირებს, რომლებმაც კერპთაყვანისმცემელ ხელისუფალთ წმიდა წიგნები ან მორწმუნე თანამოძმეთა სიები ჩააბარეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9