A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლმო

ლმობიერება

It. Pietà
L. pietas
ლათინურ ცნება – „pietas“ – რამდენიმე მნიშვნელობას ატარებს:
ა) გულისხმისყოფა, გულისხმიერება – აღნიშნავს ერთ-ერთს სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან;
ბ) თანალმობა – ზნეობრივი სათნოება, რომელიც ადამიანს ღმრთისა და მოყვასის წინაშე მის მოვალეობათა აღსრულებისკენ უძღვება და პატივისცემის, გულმოწყალებისა და თანაგანცდის გრძნობებით საზრდოობს;
გ) ღმრთისმოსაობა – აღნიშნავს ყველა იმ ფორმასა და აქტივობას, რომლებიც ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენს. ასეთებია, მაგალითად:
ინდივიდუალური ლოცვა,
სავარდე,
მომლოცველობა,
ჯვრის გზა,
რელიკვიათა თაყვანისცემა,
რელიგიური ცეკვები, რომლებიც ხალხური ღმრთისმოსაობის გამოხატულებად მიიჩნევა (შდრ. CCC, 1674-1676);
დ) „პიეტა“ – ფიგურულ ხელოვნებაში ტერმინი აღნიშნავს ნებისმიერ ნაწარმოებს, რომელიც გამოსახავს მარიამის კალთაზე დასვენებულ მკვდარ ქრისტეს (მათ შორის ყველაზე ცნობილია მიქელანჯელოს „პიეტა“).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9