A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მანიქეველობა

Etym. სპარს. Mani haja „მანი ცოცხალი“
It. Manicheismo
სპარსი მთავრის, მანის (216-277 წწ. ქრისტეს შემდეგ) მიერ დაარსებული რელიგია. მანიქეველობის თანახმად, სინამდვილეში არსებობს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული საწყისი: კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. თავდაპირველად ისინი ცალ-ცალკე არსებობდნენ; შემდგომში ბნელმა ნათელი დათრგუნა, თუმცა დასასრულს სინათლე საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს. მატერიალური სამყარო ბნელის ნაყოფია, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს იმისათვის, რათა თავის ცხოვრებაში სინათლის მიერ შექმნილი სამშვინველი სხეულისაგან, ანუ სიბნელის ბატონობისგან, გაათავისუფლოს. მანიქეველთა მთელი ზნეობრივი სწავლება ამ ცენტრალური მითოსის გარშემო ვითარდება და მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს (მარხვა, სქესობრივი თავშეკავება და ა.შ.). იგი, ვინც ამ გზას წარმატებით გაივლის (მათი რიცხვი სინამდვილეში არც ისე დიდია) უმალ სინათლის სამოთხეში აღმოჩნდება. დანარჩენები კვლავ ბნელის მიერ შექმნილ სხეულებში დაიბადებიან, თუკი მათი ცოდვები იმდენად მძიმე არაა, რომ პირდაპირ სამუდამო წარწყმედის უფსკრულში გადაჩეხოს ისინი. მანიქეველთა დოქტრინები ზოგჯერ ქრისტიანული თვალსაზრისით გადამუშავდებოდა ხოლმე, რათა მას უფრო მარტივად შესძლებოდა გავრცელება ეგვიპტის, ჩრდილოეთ აფრიკის, გალიის, დალმაციისა და სხვა რეგიონების ქრისტიანულ წრეებში. გარკვეული პერიოდი მანიქეველთა სექტის მიმდევარი იყო წმიდა ავგუსტინეც. აღმოსავლეთში მანიქეველობამ XII საუკუნემდე იარსება, დასავლეთში კი ალბიგოელთა და ბოგომილთა ერესზე მოახდინა გავლენა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9