A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მეთოდისტები

It. Metodisti
მეთოდისტებს ან აგრეთვე Holy club-ს ოქსფორდში დაცინვით უწოდებდნენ სტუდენტებისა და მორწმუნე საეროების ბიბლიურ წრეს, რომელიც ძმებ ჩარლზ (†1788) და ჯონ უესლების (†1791) თაოსნობით ჩამოყალიბდა და განსაკუთრებული „მეთოდების“ მეშვეობით (სარწმუნოებაზე მოქცევა, როგორც ქრისტესთან შეგნებული მიბრუნება, წმიდაყოფის გაცნობიერებული და თვითკონტროლირებული ძალისხმევა) საკუთარი და სხვათა სულების ხსნას ისახავდა მიზნად. თავისდა უნებურად, ისინი „ქრისტიანობის ისტორიაში ეკლესიის უკანასკნელი დიდი დაარსების მამამთავრებად“ იქცნენ (მ. შმიდტი). 1746 წელს მეთოდისტთა საკრებულოები კლასებად (ადგილობრივი ჯგუფები) და წრეებად (ადგილობრივ საკრებულოებში არსებული პატარა ჯგუფები) დაიყო. ჩამოყალიბდა საერო მქადაგებელთა ისნტიტუტი, რომლის წევრებიც საცდელ ქადაგებებს ატარებდნენ. მხოლოდ ძმებ უესლების გარდაცვალების შემდეგ დაარსდა ინგლისში თავისუფალი მეთოდისტური ეკლესია. მეთოდისტურმა ეკლესიამ სხვაგვარი გზა განვლო ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მას ძმებ უესლების თანამოაზრე ჯორჯ უაიტფილდი (†1770) ხელმძღვანელობდა. უაიტფილდი ღია ცის ქვეშ მოწყობილი საკულტო შეკრებებისა (camp meeting) და „მისიონერული კარვის“ (ლონდონი, 1741) ინიციატორია. წინასწარგანზრახულობის თავგამოდებული ქომაგობის მიზეზით, უაიტფილდი „უნივერსალისტ“ ჯონ უესლის დასცილდა. ამერიკაში დამოუკიდებლობისთვის ომის (1775-1783) შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის საეპისკოპოსო მეთოდისტურმა ეკლესიამ სწრაფად გაუსწრო ინგლისელ მეთოდისტებს. მისი წამყვანი როლი კიდევ ერთხელ გამოვლინდა 1968 წელს, გაერთიანებულ მოძმე ევანგელისტურ ეკლესიებთან გაერთიანების დროს, რის შედეგადაც გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიები ჩამოყალიბდა. გენერალური კონფერენცია – მეთოდისტური ეკლესიის მთელ მსოფლიოში გაფანტული 19 მილიონი წევრის უმთავრესი ორგანო – 4 წელიწადში ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9