A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მესიანიზმი

It. Messianismo
მოლოდინთა და იმედთა ერთობლიობა, დაკავშირებული ღმრთაებრივ პრეროგატივათა მქონე იდეალურ პერსონაჟთან. რომელსაც გადამწყვეტი და დადებითი გარდაქმნის მოხდენა ძალუძს ისტორიასა და სამყაროში. ისრაელის ხალხში მუდამ ცოცხლობდა მესიანური მოლოდინი წინასწარმეტყველთა მეოხებით, რომლებიც, ერთი მხრივ, მეფესა და ხალხს მათი მამებისათვის მიცემულ დაპირებათა მიმართ ღმრთის ერთგულებას ახსენებდნენ, მეორე მხრივ კი, ხალხს იაჰვესადმი ერთგულებისა და მესიის – საბოლოო მხსნელის – მოლოდინისაკენ მოუწოდებდნენ. მესიანიზმი არსებობს ისლამშიც და მაჰდის მოლოდინით გამოიხატება. მაჰდი ჟამთა აღსასრულის მესიაა, რომელმაც ხელახლა, პირველქმნილი სრულყოფილებით უნდა დაამკვიდროს კანონი და საკრებულო და დაამყაროს ისლამის ოქროს ხანა. ბუდჰიზმის მესიანიზმისათვის დამახასიათებელია მაიტრეიას ან მეტეიას („მეგობრული“, ბუდას ტიპური განსახიერება) დაბრუნების მოლოდინი.
See also: მესია
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9