A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მიძღვნა

It. Dedicazione
კურთხევა ეკლესიის ან საკურთხევლისა, რომლის ძალითაც ისინი მუდმივად საღმრთო კულტისათვის განკუთვნებას იღებენ. პირველი ქრისტიანები ევქარისტიას საკუთარ სახლებში აღავლენდნენ, მილანის ედიქტის (313) შემდეგ კი დაიწყეს ეკლესიათა აგება მოწამეთა საფლავების თავზე. IV საუკუნის შუაწლებიდან მოწამეთა სახელზე ეკლესიებს უკვე იქაც აგებდნენ, სადაც თვით მოწამეთა საფლავები არ იყო. ამ ეკლესიებში მოწამეთა რელიკვიებს ათავსებდნენ საკურთხეველზე, რომელიც მათ საფლავად განიხილებოდა. შემდგომში დამკვიდრდა ეკლესიის ნებისმიერი წმიდანის, მათ შორის არამოწამისადმი მიძღვნის ტრადიცია. ტაძრის მიძღვნა: იუდეველთა დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა 25 კისლეუს (დეკემბერი), ქრისტეს შობამდე 165 წელს, იერუსალემის გათავისუფლების შემდეგ იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის განწმედის მოსაგონებლად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9