A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მონანიება

Etym. ლათ. paenitentia (paenitere „მონანიება“)
It. Penitenza
აღსარების, ანუ ცოდვათა მიტევებისა და ღმერთთან და ეკლესიასთან ცოდვის ჩამდენის შერიგების საიდუმლო. ის შესაძლებელი გახდა ქრისტეს მხსნელი ნების წყალობით, ვინც თავის მოციქულებს ცოდვათა მიტევების ძალაუფლება მიანიჭა: „მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“ (იოან. 20:22-23). მონანიების საიდუმლო მონანიე პირის მიერ შესრულებული სამი ქმედებისა და მღვდელმსახურის მიერ მისი ცოდვებისგან გათავისუფლების ერთობლიობაა. მონანიე პირის ქმედებებია: სინანული, მღვდელმსახურისათვის აღსარების თქმა და განზრახვა, აღასრულოს მის მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა თუ გამოსწორებისათვის საჭირო ქმედებები. მონანიების (რომელსაც, აგრეთვე, სინანული ეწოდება) სურვილი სარწმუნოებით ნაკარნახევი მიზეზებით უნდა იყოს გამოწვეული. თუ მონანიებას ღმრთის მიმართ გულმოწყალე სიყვარული იწვევს, მას „სრულყოფილი“ ეწოდება, თუ ის სხვა მიზეზებით არის გამოწვეული – „არასრულყოფილი“. ღმერთთან და ეკლესიასთან შერიგების მსურველმა მღვდელმსახურს უნდა ჩააბაროს მანამდე მოუნანიებელი ყველა იმ მძიმე ცოდვის აღსარება, რომლებიც ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად აუცილებელი არ არის, ეკლესია მაინც დაბეჯითებით ურჩევს მორწმუნეებს მცირე ცოდვათა აღსარებას. აღმსარებელი მონანიეს სთავაზობს გარკვეულ ქმედებათა შესრულებას მონანიების, გამოწვეული ზიანის გამოსწორებისა და ქრისტეს მოწაფისათვის შესაფერი ქცევა-დამოკიდებულების აღდგენის მიზნით. ქრისტეს სახელით ცოდვათა მიტევების უფლება აქვთ მხოლოდ მღდელმსახურებს, რომელთაც ეკლესიამ ცოდვათაგან გათავისუფლების უფლება მიანიჭა. მონანიების საიდუმლოს სულიერი შედეგებია: ღმერთთან შერიგება, რის შედეგადაც მონანიე კვლავ იბრუნებს მადლს; ეკლესიასთან შერიგება; მომაკვდინებელ ცოდვათა მიზეზით დამსახურებულ მარადიულ სასჯელთაგან გათავისუფლება; ცოდვის შედეგად მიღებული მიწიერი სასჯელისაგან ნაწილობრივ მაინც გათავისუფლება; სიმშვიდე, სუფთა სინდისი და სულიერი ნუგეში; სულიერ ძალთა განმტკიცება ქრისტიანული ბრძოლისათვის. მძიმე ცოდვათა ინდივიდუალური და სრული აღსარება, ცოდვათა შემდგომი მიტევებით ღმერთთან და ეკლესიასთან შერიგების ერთადერთი ჩვეულებრივი საშუალებაა (CCC, 1422-1498).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9