A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოწესეთა ორდენები

It. Ordini religiosi
იმ პიროვნებათა საზოგადოებები, რომლებიც ირჩევენ „ცხოვრების უზენაეს წესად სახარების მიერ შემოთავაზებულ და საკუთარი ინსტიტუციის წესდებაში გამოხატულ ქრისტეს გაყოლას“ (CIC, კან. 662). ეს პირები იღებენ ვალდებულებას, სიღატაკის, უბიწობისა და მორჩილების საზეიმო აღთქმათა მეშვეობით განახორციელონ სახარებისეული რჩევები. არსებობს შემდეგი ტიპის მოწესეთა ორდენები: სამონასტრო ორდენები, მოწესე კანონიკოსები, გლახაკთა ორდენები, მოწესე სამღვდელონი და რაინდთა ორდენები. მოციქულობის ტიპის მიხედვით, ეს ორდენები მჭვრეტელობით, აქტიურ და მჭვრეტელობით-აქტიურ ორდენებად დაიყოფა. მოწესეთა საზოგადოებებს, რომელთა წევრებიც მარტივ აღთქმას დებენ, კონგრეგაციები ეწოდება. ამჟამად მიღებული ტერმინოლოგიის თანახმად, სამონაზვნო ორდენები და სამონაზვნო ცხოვრების ყველა ფორმა სრულყოფის ინსტიტუციათა ზოგად კონტექსტში ერთიანდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9