Etym. ლათ. patronus, (ნაწარმოებია სიტყვიდან pater „მამა“), „დამცველი“ წმიდანი ან ანგელოსი, რომლის მფარველობის ქვეშ იმყოფება განსაზღვრული ეკლესია, პიროვნება, მისი რამე მდგომარეობა, პროფესია, ქალაქი, ქვეყანა, დიოცეზი, ან ცალკეული განზრახვანი. რომაული კატეხიზმო (1566) მოუწოდებდა მორწმუნეებს, ნათლისღების დროს პიროვნებისათვის შეერჩიათ წმიდანთა სახელები, რათა ისინი მისთვის მაგალითად და მფარველებად ქცეულიყვნენ. წმიდა ამბროსიმ თავისი ეკლესია წმიდანების გერვასისა და პროტასეს მფარველობას მიანდო, VI საუკუნის მიწურულისთვის კი წმიდანის მფარველად არჩევა უკვე ჩვეულებად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4