Etym. გვიანლათ. lucernarium, ნაწარმოებია სიტყვიდან lucerna „ლამპა“ პირველ ქრისტიანთათვის ეს იყო წესი, რომლითაც სრულდებოდა საღამოს ლოცვა მზის ნათელთან გამომშვიდობებისა და ლამპრის შუქთან შეგებების ნიშნად (ორივე მათგანი ქრისტეს – მარადიული და შეუბღალავი სინათლის – სიმბოლოა). IV საუკუნიდან შეწყვიტა არსებობა, laus cerei-ს გამონაკლისით, რომელიც ამბროსისეულ ლიტურგიაშია შემონახული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4