A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეე ნეო ნეს ნეტ ნეშ

ნეოკატეხუმენური გზა

It. Cammino neocatecumenale
რწმენისა და მოქცევის გზა, რომელიც მიზნად ისახავს ქრისტიანული აღზრდის პროცესში ძველი კატეხუმენურობისათვის დამახასიათებელი კერიგმის, ცხოვრების შეცვლისა და ლიტურგიის სინთეზის ხელახლა განცდას. ტერმინი „ნეოკატეხუმენური“ მიანიშნებს, რომ საუბარია გზაზე, რომლის გავლასაც სთავაზობენ უკვე მონათლულ ადამიანებს, რომელთაც საკმარისი ქრისტიანული მომზადება არ გააჩნიათ. ნეოკატეხუმენური გზა 1964 წელს აღმოცენდა მადრიდის ღარიბულ რაიონში, რომელსაც პალომერას ალტასი ეწოდება, კიკო არგუელოსა და კარმენ ჰერნანდესის ინიციატივისა და ძალისხმევის შედეგად. მადრიდის მთავარეპისკოპოსის, მონსინიორ კაზიმირო მორსილოს მხარდაჭერით, ეს ინიციატივა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეისთვის ამგვარი საეკლესიო გამოცდილება დაახლოებით 10 000 საკრებულოს აქვს განვლილი. 1990 წლის 30 აგვისტოს ის იოანე პავლე II-მ დაამტკიცა. ნეოკატეხუმენური გზა ექვს ეტაპად ნაწილდება:
ა) კერიგმის გამოცხადება: კატეხიზაციის ორთვიანი კურსი, რომელსაც უძღვება კატეხისტების ჯგუფი და რომელიც კონცენტრირებულია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესმიერი ხსნის გამოცხადებაზე; ამ პერიოდს ამთავრებს სამი დღის განმავლობაში ერთად ყოფნა და ერთობლივი ევქარისტია, რომელიც წარმოშობს ახალ საკრებულოს;
ბ) კატეხუმენურობის წინარე საფეხური: ორი წლის განმავლობაში საკრებულო ადასტურებს საკუთარ რწმენას და განაგრძობს განვითარებას ღმრთის სიტყვის მოსმენით, ევქარისტიის აღვლენით, პირადი ლოცვით. ამ პერიოდის დასასრულს, სამდღიანი განმარტოვების შემდეგ, ხდება პირველი შეფასება, რასაც მოჰყვება საკრებულოს გადასვლა კატეხუმენურობის საფეხურზე;
გ) ნათლობისშემდგომი კატეხუმენურობა, პირველი ფაზა: ორი წლის განმავლობაში საკრებულო აღრმავებს ღმრთის სიტყვის, ლიტურგიისა და ძმური თანაზიარების სამ სინამდვილეს. დასასრულ, ტარდება მეორე შეფასება;
დ) ნათლობისშემდგომი კატეხუმენურობა, მეორე ფაზა: სამწლიანი პერიოდის მანძილზე ღრმავდება ფსალმუნით ლოცვა, „მრწამსის“ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებისა და „მამაო ჩვენოს“ გააზრება;
ე) არჩევა: ორწლიანი პერიოდი ეთმობა განდიდებისა და მადლიერების სულიერებაში ზრდას;
ვ) ნათლობის დაპირებათა განახლება: ამ უკანასკნელ ეტაპზე კატეხუმენები არიან მორწმუნენი, რომელთათვისაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ცხოვრების ცენტრია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9