A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეე ნეო ნეს ნეტ ნეშ

ნესტორიანელობა

It. Nestorianesimo
V საუკუნის ქრისტოლოგიური ერესი, რომელიც ნესტორის სახელიდან (მარაში, თურქეთი, 381 – პანოპოლისი, ეგვიპტე, 451) იღებს სახელწოდებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ანტიოქიური თეოლოგიური სკოლის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტეში უფრო მის ადამიანურობას უსვამს ხაზს (განსხვავებით ალექსანდრიული სკოლისაგან, რომელიც ქრისტეში უმთავრესად ღმრთაებრიობას გამოკვეთდა). დაპირისპირებათა ამოსავალ წერტილად იქცა წოდება „ღმრთისმშობელი“ (theotókos – „ღმრთის დედა“), რომლითაც მარიამს მოიხსენიებდნენ. ნესტორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინებს „ღმრთისმიმღები“ (theodóchos - „ქალი, რომელმაც ღმერთი მიიღო“) ან „ქრისტესმშობელი“ (Christotókos - „ქრისტეს დედა“), რითაც გულისხმობდა, რომ მარიამი მხოლოდ ქრისტეს ადამიანურობის მშობელი იყო და ამგვარად უარყოფდა ჰიპოსტატურ კავშირს. აქედან გამომდინარე, ქრისტეში პიროვნებათა ორგვარობასთან გვაქვს საქმე. ნესტორიანელობა 431 წელს დაგმო ეფესოს კრებამ, რომელმაც მარიამი „ღმრთისმშობლად“ (theotókos) გამოაცხადა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9