A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეე ნეო ნეს ნეტ ნეშ

ნეტარად შერაცხვა, ბეატიფიკაცია

Etym. გვიანლათ. beatificatio
It. Beatificazione
აქტი, რომლითაც პაპი ნებას რთავს, რომ „ღმრთის მსახური“ საჯაროდ იქნეს პატივდებული ნეტარის წოდებით. ნეტარად შერაცხვა ოფიციალურად სრულდება კანონიკური პროცესის შემდეგ, რომელიც პიროვნების სათნოებათა გმირულობასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულთა უტყუარობას ადასტურებს. ყველა შემთხვევაში, საუბარია კულტზე, რომელიც შემოფარგლულია განსაზღვრული ტერიტორიით ან სამოწესეო საკრებულოთი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9