A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ოა ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ორა ორდ ორი ორმ ორფ

ორმოცდაათიანელები

It. Pentecostali
XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა წევრები. ეს საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის (საქმ. 2:1-11) გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან. აღასრულებენ „სულის ნათლობას“ და ავითარებენ თავიანთ ქარიზმებს: გლოსოლალიას (უცნობ ენებზე საუბარს), სნეულთა განკურნების უნარს, ექსტაზურ ლოცვას, წინასწარმეტყველებას და ა.შ. უმთავრესად ცნობილია ამ მოძრაობის შემდეგი ჯგუფები: საღმრთო ასამბლეები (მმართველი ორგანო მდებარეობს მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში) და ღმრთის ეკლესია ქრისტეში (მემფისი). ვატიკანის II კრების შემდეგ კათოლიკობაშიც ჩამოყალიბდა „ქარიზმატული“ ანუ ახალი ორმოცდაათიანული ჯგუფები (ნ. ახალი ორმოცდაათიანელობა), რომლებიც სული წმიდაში საეკლესიო განახლებას ესწრაფვიან. არსებითად, ესაა ლოცვისა და ბიბლიური კითხვის ჯგუფები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მძლავრი რელიგიური და სოციალური ერთიანობის შეგრძნება და ძალისხმევა. ჯგუფები ხელმძღვანელობენ საღმრთო წერილში (საქმ. 2:42-47; 1კორ. 12:12-27) აღწერილი ცხოვრების წესის ნიმუშით და ესწრაფვიან, იქცნენ სული წმიდაში საეკლესიო განახლების გამოხატულებად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9