A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პაპი

Etym. ბერძ. páppas, შემდგომში pápas; ლათ. papa; წარმოადგენს კნინობით ფორმას სიტყვისა padre „მამა“
It. Papa
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში პაპად იწოდებოდა ყველა მღვდელმსახური და ეპისკოპოსი. რომის ეპისკოპოსის პაპად ხსენების პირველი დოკუმენტია წმიდა კალისთეს ეკლესიაში აღმოჩენილი დიაკონ სევერუსის (296-304) წარწერა. IV საუკუნის დასასრულს პაპი რომის ეპისკოპოსის სპეციფიკურ წოდებად, VIII საუკუნიდან კი – მის გამორჩეულ ტიტულად იქცა. ამავე დროს, იწყებს დამკვიდრებას გამოთქმა Summus Pontifex (უმაღლესი პონტიფექსი), რომელიც მანამდე მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ქრისტეს ვიკარიუსის ცნება კი XIII საუკუნიდან დამკვიდრდა. პაპი, რომის ეპისკოპოსი და წმიდა პეტრეს მემკვიდრე, რომელიც იესომ მთელი თავისი სამწყსოს მწყემსად დაადგინა (იოან. 21:15-17) და რომელსაც თავისი ეკლესიის გასაღები მიანდო (მათ. 16:18-19) „არის სამარადისო და ხილული საწყისი და საფუძველი როგორც ეპისკოპოსთა, ისე მორწმუნეთა ერთიანობისა“ (LG, 23). „მართლაც, რომის პონტიფექსს, როგორც ქრისტეს ვიკარიუსსა და მთელი ეკლესიის მწყემსს, ეკლესიაზე აქვს სრული, უზენაესი და უნივერსალური ძალაუფლება, რომლის აღსრულებაც მუდამ თავისუფლად შეუძლია“ (LG. 22; შდრ. CCC, 881-882).

ქვემორე მოყვანილია პაპთა ოფიციალური ნუსხა, „პაპის წელიწდეულის“ თანახმად:

წმ. პეტრე (გარდ. 64 ან 67);
წმ. ლინუსი (67-76);
წმ. ანაკლეტე (ან კლეტე, 76-88);
წმ. კლემენტე I (88-97);
წმ. ევარისტე (97-105);
წმ. ალექსანდრე I (105-115);
წმ. სიქსტუს I (115-125);
წმ. ტელესფორე (125-136);
წმ. ჰიგინიუსი (136-140);
წმ. პიუს I (140-155);
წმ. ანიკეტუსი (155-166);
წმ. სოტერუსი (166-175);
წმ. ელეფთერიუსი (175-189);
წმ. ვიქტორ I (189-199);
წმ. ზეფირინუსი (199-217);
წმ. კალისთე I (217-222);
წმ. ურბანუს I (222-230);
წმ. პონტიანე (230-235);
წმ. ანთეროსი (235-236);
წმ. ფაბიანე (236-250);
წმ. კორნელიუსი (251-253);
წმ. ლუციუს I (253-254);
წმ. სტეფანე I (254-257);
წმ. სიქსტუს II (257-258);
წმ. დიონისიუსი (259-268);
წმ. ფელიქს I (269-274);
წმ. ევტიქი (275-283);
წმ. გაიოზი (283-296);
წმ. მარცელინუსი (296-304);
წმ. მარცელიუს I (308-309);
წმ. ევსები (309 ან 310);
წმ. მილტიადე ან მელქიადე (311-314);
წმ. სილიბისტრო I (314-335);
წმ. მარკოზი (336);
წმ. იულიუს I (337-352);
ლიბერიუსი (352-366);
წმ. დამასუს I (366-384);
წმ. სირიციუსი (384-399);
წმ. ანასტასი I (399-401);
წმ. ინოკენტი I (401-417);
წმ. ზოსიმე (417-418);
წმ. ბონიფაციუს I (418-422);
წმ. ცელესტინე I (422-432);
წმ. სიქსტუს III (432-440);
წმ. ლეონ I დიდი (440-461);
წმ. ჰილარიუსი (461-468);
წმ. სიმპლიციუსი (468-483);
წმ. ფელიქს III (II) (483-492);
წმ. გელასი I (492-496);
ანასტასი II (496-498);
წმ. სიმაქუსი (498-514);
წმ. ჰორმიზდასი (514-523);
წმ. იოანე I (523-526);
წმ. ფელიქს IV (III) (526-530);
ბონიფაციუს II (530-532);
იოანე II (533-535);
წმ. აგაპიტე I (535-536);
წმ. სილბერიუსი (536-537);
ვირგილიუსი (537-555);
პელაგიუს I (556- 561);
იოანე III (561-574);
ბენედიქტე I (575-579);
პელაგიუს II (579-590);
წმ. გრიგოლ I დიდი (590-604);
საბინიანე (604-606);
ბონიფაციუს III (607);
წმ. ბონიფაციუს IV (608-615);
წმ. ადეოდატუს I ან დეუსდედიტი (615-618);
ბონიფაციუს V (619-625);
ჰონორიუს I (625-638);
სევერინუსი (640);
იოანე IV (640-642);
თევდორე I (642-649);
წმ. მარტინე I (649-655);
წმ. ევგენი I (654-657);
წმ. ვიტალიანე (657-672);
ადეოდატუს II (672-676);
დონუსი (676-678);
წმ. აგათონი (678-681);
წმ. ლეონ II (682-683);
წმ. ბენედიქტე II (684-685);
იოანე V (685-686);
კონონი (686-687);
წმ. სერგი I (687-701);
იოანე VI (701-705);
იოანე VII (705-707);
სიზინუსი (708);
კონსტანტინე (708-715);
წმ. გრიგოლ II (715-731);
წმ. გრიგოლ III (731-741);
წმ. ზაქარია (741-752);
სტეფანე II (III) (752-757);
წმ. პავლე I (757-767);
სტეფანე III (IV) (768- 772);
ადრიანე I (772-795);
წმ. ლეონ III (795-816);
სტეფანე IV (V) 816-817;
წმ. პასქალის I (817-824);
ევგენი II (824-827);
ვალენტინუსი (827);
გრიგოლ IV (827- 844);
სერგი II (844-847);
წმ. ლეონ IV (847-855);
ბენედიქტე III (855-858);
წმ. ნიკოლოზ I (858-867);
ადრიანე II (867-872);
იოანე VIII (872-882);
მარინუს I (882-884);
წმ. ადრიანე III (884-885);
სტეფანე V (VI) (885-891);
ფორმოზუსი (891-896);
ბონიფაციუს VI (896);
სტეფანე VI (VII) (896-897);
რომანოზი (897);
თევდორე II (897);
იოანე IX (898-900);
ბენედიქტე IV (900-903);
ლეონ V (903);
სერგი III (904-911);
ანასტასე III (911-913);
ლანდო (913-914);
იოანე X (914-928);
ლეონ VI (928);
სტეფანე VII (VIII) (928-931);
იოანე XI (931-935);
ლეონ VII (936-939);
სტეფანე VIII (IX) (939-942);
მარინუს II (942-946);
აგაპიტე II (946-955);
იოანე XII (955-964);
ლეონ VIII (963- 965);
ბენედიქტე V (964-966);
იოანე XIII (965-972);
ბენედიქტე VI (973-974);
ბენედიქტე VII (974-983);
იოანე XIV (983-984);
იოანე XV (985-996);
გრიგოლ V (996-999);
სილიბისტრო II (999-1003);
იოანე XVII (1003);
იოანე XVIII (1004-1009);
სერგი IV (1009-1012);
ბენედიქტე VIII (1012-1024);
იოანე XIX (1024-1032);
ბენედიქტე IX (პირველად) (1032-1044);
სილიბისტრო III (1045);
ბენედიქტე IX (მეორედ) (1045);
გრიგოლ VI (1045-1046);
კლემენტე II (1046-1047);
ბენედიქტე IX (მესამედ) (1047-1048);
დამასუს II (1048);
წმ. ლეონ IX (1049-1054);
ვიქტორ II (1055-1057);
სტეფანე IX (X) (1057-1058);
ნიკოლოზ II (1059-1061);
ალექსანდრე II (1061-1073);
წმ. გრიგოლ VII (1073-1085);
ნეტარი ვიქტორ III (1086-1087);
ნეტარი ურბანუს II (1088-1099);
პასქალის II (1099-1118);
გელასი II (1118-1119);
კალისთე II (1119-1124);
ჰონორიუს II (1124-1130);
ინოკენტი II (1130-1143);
ცელესტინე II (1143-1144);
ლუციუს II (1144-1145);
ნეტარი ევგენი III (1145-1153);
ანასტასი IV (1153-1154);
ადრიანე IV (1154-1159);
ალექსანდრე III (1159-1181);
ლუციუს III (1181-1185);
ურბანუს III (1185-1187);
გრიგოლ VIII (1187);
კლემენტე III (1187-1191);
ცელესტინე III (1991-1998);
ინოკენტი III (1198-1216);
ჰონორიუს III (1216-1227);
გრიგოლ IX (1227-1241);
ცელესტინე IV (1241);
ინოკენტი IV (1243-1254);
ალექსანდრე IV (1254-1261);
ურბანუს IV (1261-1264);
კლემენტე IV (1265-1268);
ნეტარი გრიგოლ X (1271-1276);
ნეტარი ინოკენტი V (1276);
ადრიანე V (1276);
იოანე XXI (1276-1277);
ნიკოლოზ III (1277-1280);
მარტინე IV (1281-1285);
ჰონორიუს IV (1285-1287);
ნიკოლოზ IV (1288-1292);
წმ. ცელესტინე V (1294);
ბონიფაციუს VIII (1294-1303);
ნეტარი ბენედიქტე XI (1303-1304);
კლემენტე V (1305-1314);
იოანე XXII (1316-1334);
ბენედიქტე XII (1334-1342);
კლემენტე VI (1342-1352);
ინოკენტი VI (1352-1362);
ნეტარი ურბანუს V (1362-1370);
გრიგოლ XI (1370-1378);
ურბან VI (1378-1389);
ბონიფაციუს IX (1389-1404);
ინოკენტი VII (1404-1406);
გრიგოლ XII (1406-1415);
მარტინე V (1417-1431);
ევგენი IV (1431-1447);
ნიკოლოზ V (1447-1455);
კალისთე III (1455-1458);
პიუს II (1458-1464);
პავლე II (1464-1471);
სიქსტუს IV (1471-1484);
ინოკენტი VIII (1484-1492);
ალექსანდრე VI (1492-1503);
პიუს III (1503);
იულიუს II (1503-1513);
ლეონ X (1513-1521);
ადრიანე VI (1522-1523);
კლემენტე VII (1523-1534);
პავლე III (1534-1549);
იულიუს III (1550-1555);
მარცელიუს II (1555);
პავლე IV (1555-1559);
პიუს IV (1559-1565);
წმ. პიუს V (1566-1572);
გრიგოლ XIII (1572-1585);
სიქსტუს V (1585-1590);
ურბანუს VII (1590);
გრიგოლ XIV (1590-1591);
ინოკენტი IX (1591);
კლემენტე VIII (1592-1605);
ლეონ XI (1605);
პავლე V (1605-1621);
გრიგოლ XV (1621-1623);
ურბან VIII (1623-1644);
ინოკენტი X (1644-1655);
ალექსანდრე VII (1655-1667);
კლემენტე IX (1667-1669);
კლემენტე X (1670-1676);
ნეტარი ინოკენტი XI (1676-1689);
ალექსანდრე VIII (1689-1691);
ინოკენტი XII (1691-1700);
კლემენტე XI (1700-1721);
ინოკენტი XIII (1721-1724);
ბენედიქტე XIII (1724-1730);
კლემენტე XII (1730-1740);
ბენედიქტე XIV (1740-1758);
კლემენტე XIII (1758-1769);
კლემენტე XIV (1769-1774);
პიუს VI (1775-1799);
პიუს VII (1800-1823);
ლეონ XII (1823-1829);
პიუს VIII (1829-1830);
გრიგოლ XVI (1831-1846);
ნეტარი პიუს IX (1846-1878);
ლეონ XIII (1878-1903);
წმ. პიუს X (1903-1914);
ბენედიქტე XV (1914-1922);
პიუს XI (1922- 1939);
პიუს XII (1939-1958);
ნეტარი იოანე XXIII (1958-1963);
პავლე VI (1963-1978);
იოანე პავლე I (1978);
ნეტარი იოანე პავლე II (1978-2005);
ბენედიქტე XVI (2005-).

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9