A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პარსები

Etym. სიტყვიდან parsi „სპარსელი“
It. Parsi
იმ ადამიანთა შთამომავლები, რომლებიც ზარათუშტრას რელიგიას მისდევდნენ და არაბთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ (650) საკუთარი რელიგიის შენარჩუნების მიზნით ინდოეთს შეაფარეს თავი. პარსიზმში ზარათუშტრას თავდაპირველი აშკარა დუალიზმი მონოთეისტურ მიმდინარეობათა გავლენით შერბილდა; მისი მიმდევრები აღიარებენ ბრძენი უფლის (აჰურა მაზდას) უპირატესობას ბოროტ სულზე (აჰრიმანზე). რელიგიური საფუძვლის მქონე ეთიკის ცენტრალური საგანია სწორი გადაწყვეტილება და არჩევანი ადამიანისა, რომელმაც თავისი აზრით, სიტყვითა და ქმედებით სიკეთისათვის უნდა იღვაწოს და ბოროტებას უნდა ებრძოლოს. სამყაროსა და ადამიანის ხატებას სიკეთისა და ბოროტების სამეფოებად მკაფიო დაყოფა ახასიათებს. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მათგანს სურს მიეკუთვნებოდეს და რომლისათვის სურს ბრძოლა. რაც შეეხება რიტუალებს, უმთავრესად მიჩნეულია წმიდა ცეცხლთან და ცეცხლის ტაძარში მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული წესები. ცეცხლი (ატარი) გაღმერთებული არაა, თუმცა მიღებულია განწმედისა და სიწმიდის საშუალებად და აჰურა მაზდას სიმბოლოდ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9