Etym. ლათ. rigor, „სიმკაცრე“, შემდეგ ფრანგ. rigorisme ფილოსოფიაში აღნიშნავს სისტემას, რომლის თანახმადაც ზნეობის საფუძველს კანონისადმი უსიტყვო მორჩილებას წარმოადგენს, რაც კომპრომისის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. ზნეობრივ თეოლოგიაში აღნიშნავს XVII საუკუნის II ნახევრის მიმდინარეობას, რომელიც ზნეობის სფეროში იმდროინდელ ლაქსისტურ და პრობაბილისტურ ტენდენციებს დაუპირისპირდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4