A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სადესპანო

აღნიშნავს სამოციქულო დესპანის ღირსებას, მისი მისიის მოქმედებასა და მის საცხოვრებელ ადგილს. ლეონ დიდის ხანიდან პონტიფექსებს კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარსა და ფრანკთა კარზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდათ. თუმცა მუდმივმოქმედი სადესპანოების აღმოცენება უფრო სავარაუდოდ nuncius collector et commissarius decimarum-ის თანამდებობას უკავშირდება. XIII საუკუნიდან რომის კურია სხვადასხვა ქვეყნებში მეათედებს საგანგებო მოხელეთა მეშვეობით კრეფდა. თავდაპირველად ამ მოვალეობას თავად კურიის თანამშრომლები ასრულებდნენ, ხოლო მოგვიანებით, როცა ამ საქმიანობის მნიშვნელობა გაიზარდა, მეათედის აკრეფა მაღალი წოდების პრელატებსაც დაევალათ. ცალკეულ ქვეყნებში „შემგროვებლები“ (მეათედის ამკრეფნი) თავიანთ მოვალეობას სახელმწიფოს ტერიტორიის შესაბამის ფარგლებში ასრულებდნენ. მოგვიანებით მათ დიპლომატიური ფუნქციები დაეკისრათ, ისინი ხელმწიფის კარზე სახლობდნენ და შუამავლის როლს ასრულებდნენ წმიდა საყდარსა და მეფეებს შორის. თანდათან ეს მოხელეები ცალკეულ სახელმწიფოებში წმიდა საყდრის ნამდვილ ელჩებად იქცნენ. ამავე დროს და უმთავრესად დესპანები ცალკეულ ეკლესიებსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობებზე ზრუნავენ (ეკლესიათაშორისი ფუნქცია).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9