A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საეკლესიო ტრიბუნალები

It. Tribunali ecclesiastici
ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც საეპისკოპოსო კოლეგია, ყოველთვის მხოლოდ რომის პაპთან ერთად, აღასრულებს ეკლესიაში სასამართლო ძალაუფლებას ინდივიდუალურ თუ საზოგადო უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით. ეკლესიის სასამართლო ძალაუფლება შეეხება:
ა) სასულიერო (სარწმუნოება, ზნეობა, საიდუმლონი, აღთქმები) ან მათთან დაკავშირებულ (საეკლესიო ქონება) საკითხებზე წარმოქმნილ დავას;
ბ) საეკლესიო კანონების დარღვევასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს;
გ) ადმინისტრაციული ძალაუფლების აქტებიდან გამომდინარე დავებს (CIC, კან. 1400-1401).
კომპეტენციის თვალსაზრისით, საეკლესიო ტრიბუნალები დაიყოფა: პირველი ინსტანციის (სადიოცეზო ტრიბუნალი, ეპისკოპოსის მიერ დანიშნული სასამართლოს ვიკარიუსის ხელმძღვანელობით), მეორე ინსტანციის (სადაც პირველი ინსტანციის ტრიბუნალთა მიერ გამოტანილი განაჩენები გასაჩივრდება; ასეთი ტრიბუნალი შეიძლება იყოს, მაგალითად, სამიტროპოლიტო), მესამე ინსტანციის ტრიბუნალებად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9