A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საკრამენტალიები

Etym. გვიანლათ. sacramentalis
It. Sacramenatali
ეკლესიის მიერ დაწესებული წმიდა ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც, საიდუმლოთა ანალოგიით, – უმთავრესად ეკლესიის ვედრებით, – სულიერი შედეგები მიიღწევა (CIC, კან. 1166). მათი მეშვეობით მორწმუნეები განეწყობიან საიდუმლოთა უმთავრესი შედეგის მისაღებად, წმიდაიყოფა მათი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, იმგვარად, რომ მატერიალურ სიკეთეთა მართებული მოხმარების თითქმის ყოველი შემთხვევა შეიძლება ემსახუროს ადამიანის წმიდაყოფას და ღმრთის დიდებას (SC, 60-61). საკრამენტალიათა აღმსრულებელი უმთავრესად შესატყვისი ძალაუფლების მქონე სასულიერო პირია. საკრამენტალიებია: საგანთა თუ პირთა კურთხევა, ეკლესიის მიძღვნა, ექსორციზმი და დამფუძნებელი და მავედრებელი კურთხევა. დამფუძნებელი კურთხევის დროს რამე საგანი ნაკურთხი ზეთების გამოყენებით (ეკლესია, საკურთხეველი) ან მათ გარეშე (ორატორიუმი, კაპელა, სასაფლაო და სხვა.) საღმრთო კულტისადმი კუთვნილებას იძენს. მავედრებელი კურთხევის შემთხვევაში კი ღმრთის სიკეთე და მფარველობა მოიხმობა ადამიანებზე, ადგილებზე, საგნებზე, ცხოველებზე და სხვ., თუმცა, ამავე დროს, მათ საღმრთო სტატუსი არ ენიჭება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9