Etym. ლათ. purgatorium (ზმნიდან purgare „განწმედა“) (განსაწმედელი) – ეკლესია სალხინებელს უწოდებს რჩეულთა საბოლოო განწმედას, ანუ იმათ განწმედას, ვინც ღმრთის მადლში კვდება, მაგრამ ჯერ არ მიუღია ზეციურ სასუფეველში შესაბიჯებლად აუცილებელი სიწმიდე. სალხინებელთან დაკავშირებული სარწმუნოებრივი მოძღვრება ეკლესიამ უმთავრესად ფლორენციის (1439) და ტრიდენტის (1563) კრებებზე ჩამოაყალიბა და გაითვალისწინა მიცვალებულთათვის ლოცვის პრაქტიკაც, რომელზეც საღმრთო წერილშია საუბარი (2 მაკ. 12:46, შდრ. CCC, 1030-1032).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4