A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოთხე

Etym. სპარს. pairi daeza „მესერი“, „გალავანი“, შესაბამისად, „შემოღობილი ადგილი“, აღნიშნავს დიდებულ ბაღებს, სიამოვნებისა და ტკბობის ადგილს; განდევნის შემდგომი პერიოდში ებრაულ ენაში დამკვიდრდა ფორმა pardes, შემდეგ ბერძ. parádeisos, „ბაღი“, ლათ. paradisus
It. Paradiso
ერთ-ერთი საკითხი საბოლოოთაგან. აღნიშნავს რჩეულთა ნეტარების მდგომარეობას: ესაა იესოს მიერ დაპირებული ცათა სასუფეველი („დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ – ლუკ. 23:43), მდგომარეობს სრულყოფილ ცხოვრებაში, ცხოვრებისა და სიყვარულის თანაზიარებაში უწმიდეს სამებასთან, ქალწულ მარიამთან, ანგელოსებთან და ყველა წმიდანთან. ესაა ადამიანის საბოლოო მიზანი და მის ყველაზე სიღრმისეულ მისწრაფებათა განხორციელება, უზენაესი და საბოლოო ბედნიერების მდგომარეობა. საღმრთო წერილში სამოთხე სხვადასხვა ხატებითაა წარმოდგენილი: სიცოცხლის, სინათლის, მშვიდობის, საქორწილო ნადიმის, ღვინის, მამის სახლის, ზეციური იერუსალემის, ზეცისა და კიდევ სხვა ხატთა მეშვეობით (შდრ. CCC, 1023-1029).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9