A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოციქულო სიგნატურა

It. Segnatura apostolica
წმიდა საყდრის უმაღლესი ტრიბუნალი, რომელიც ეკლესიაში მართებულ სამართალწარმოებას უზრუნველყოფს (CIC, კან. 1445, ნაწ. 3, 10). შედგება პაპის მიერ დასახელებული რამდენიმე კარდინალისაგან და იყოფა ორ სექციად:

ა) სასამართლო სექცია, რომელიც რიგითი ძალაუფლებით სარგებლობს და განსჯის: – განაჩენის ბათილობის საჩივრებს, restitutio in integrum-ის მოთხოვნის შემთხვევებს, საღმრთო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენთა წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს; – სარჩელებს პირად სტატუსზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ხელახალ განხილვაზე საღმრთო ტრიბუნალმა უარი განაცხადა; – საღმრთო ტრიბუნალის მსმენელებთან მიმართებაში საეჭვო გამონაკლისების და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მათ მიერ მოვალეობის შესრულების დროს შედგენილი აქტების გამო; – ტრიბუნალთაშორის კომპეტენციის საკითხებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული იმავე სააპელაციო ინსტანციაზე (CIC, კან. 1445, ნაწ. 1);

ბ) ადმინისტრაციული სექციის კომპეტენციაში შედის: დადგენილ ოცდაათდღიან ვადაში წარდგენილი სარჩელები, როგორც უშუალოდ რომის კურიის ორგანოთა, ისე მათ მიერ მოწონებული სხვა საეკლესიო ორგანოთა მიერ გაცემულ აქტთა წინააღმდეგ, თუ მათ დაარღვიეს რამე კანონი განჩინების ან პროცედურულ ნაწილში; ლეგიტიმურობის დადგენის გარდა, მოსარჩლის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრიბუნალი უფლებამოსილია იმსჯელოს, ამასთანავე, არალეგიტიმური აქტით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხზეც; – ადმინისტრაციული დავები, გადაცემული მისთვის რომის პაპის ან რომის კურიის ორგანოთა მიერ; – კონფლიქტები უწყებათაშორისი კომპეტენციის საკითხებზე (CIC, კან. 1445, ნაწ. 2). სხვა კომპეტენციებს ადგენს კანონიკური სამართლის კოდექსი (CIC, კან. 1445, ნაწ. 3,20-30).

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9