A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამწყსო

Etym. ლათ. pastoralis (სიტყვიდან pastor „მწყემსი“)
It. Pastorale
ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, როგორც არსებითი, ისე ზედსართავი სახელის ფუნქციით და აღნიშნავს:
ა) ხელჯოხს (კვერთხს) მოღუნული ზედა ნაწილით, რომელიც საეპისკოპოსო იურისდიქციას განასახიერებს და რომელიც ეპისკოპოსს ლიტურგიული მსახურების დროს უპყრია;
ბ) თეოლოგიურ დისციპლინას, რომელიც სხვადასხვა ვითარებაში (ახალგაზრათათვის სამწყსო საქმიანობა; სნეულთათვის სამწყსო საქმიანობა და სხვ.), ქრისტეს უწყების ქმედითობის გაზრდისაკენ მიმართულ ეკლესიის საქმიანობას შეისწავლის; ეწოდება აგრეთვე „პრაქტიკული თეოლოგია“;
გ) ეპისკოპოსთა და მღვდელმსახურთა საქმიანობათა ერთობლიობას სულებზე ზრუნვის თვალსაზრისით;
დ) სამღვდელოთა და მორწმუნეთა მიმართ დიოცეზის ეპისკოპოსის წერილს რელიგიურ, ეთიკურ თუ სოციალურ საკითხებზე ეწოდება სამწყსო წერილი,
ე) განსაზღვრულ დროს ეპისკოპოსის მიერ თითოეული მისი სამრევლოს სავალდებულო მონახულებას ეწოდება სამწყსო ვიზიტი (CIC, კან. 396).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9