A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საქმეები

It. Atti

ცნობილია:

ა) მოციქულთა საქმეები: ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის წიგნი; შედგება 28 თავისაგან; მასში გადმოცემულია პირველქრისტიანობის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენები ერთდროულად ისტორიულსა და თეოლოგიურ ჭრილში. ამგვარად, ხაზგასმულია წარმართთათვის სახარებისეული უწყების გაცნობის დასაწყისი, რაც, ამავე დროს, უკავშირდება ისრაელი ხალხის მიერ უკვე განცდილ ხსნის ისტორიას. ამ წიგნის ავტორი, სავარაუდოდ, ლუკაა, რადგანაც საქმეები მის სახარებასთან აშკარა ერთიანობას ინარჩუნებს. წიგნის პირველ ნაწილში მოთხრობილია იესოს ცად ამაღლება, იერუსალემის ქრისტიანული საკრებულოს ცხოვრება, სული წმიდის გარდამოსვლა, პეტრეს ქადაგება, სტეფანესა და ფილიპეს ამბები, სავლეს მოქცევა, რომაელი ცენტურიონის კორნელიუსის მოქცევა და ქრისტიანობის დამკვიდრება ანტიოქიაში, სადაც იესოს მიმდევართ პირველად ეწოდათ „ქრისტიანები“. წიგნის მეორე ნაწილი ეთმობა პავლეს სამ სამოციქულო მოგზაურობას, იერუსალემის კრების, პავლეს დაპატიმრების, კესარიაში მისი ტყვეობისა და, დასასრულ, რომში მისი ჩასვლის ამბებს.

ბ) მოწამეთა საქმეები: ეს ნაწერები ეძღვნება ერთი ან რამდენიმე ქრისტიანის მოწამეობის აღწერას მათი დევნის პერიოდში. ამგვარ თხზულებათაგან უძველესნი II საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და საქმეებად და წამებებად იყოფა. საქმეები წარმართთა სასამართლოს მიერ განსასჯელი ქრისტიანის დაკითხვათა აღწერაა თან დართული მცირე ცნობით მისი სიკვდილის შესახებ (იუსტინეს საქმეები, კვიპრიანეს საქმეები და სხვა). წამებები მოწამეთა ტანჯვისა და მათი სიცოცხლის უკანასკნელი მოვლენების აღწერილობაა (პოლიკარპეს წამება და სხვა). მოწამეთა საქმეების პირველი შემკრები, რომლებიც შემდგომში დაიკარგა, იყო ევსები კესარიელი.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9