A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო ტრიბუნალი

It. Sacra Rota
რომის კურიის ტრიბუნალი, რომელსაც თავდაპირველად ეწოდებოდა Audentia sacri palatii (XII საუკ.). სახელწოდება Rota, რომელიც პირველად 1337 წელს დაფიქსირდა, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ განსახილველ საქმეთა გრაგნილები მბრუნავ საყრდენზე თავსდებოდა. სხვათა აზრით, შესაძლებელია, ამას ის განაპირობებდა, რომ მსმენელები წრედ იყვნენ განლაგებულნი. არსებობს მოსაზრებაც, რომ მიზეზი საქმეთა რიგ-რიგობით განხილვა გახდა. დღეს საღმრთო ტრიბუნალი – Sacra Rota კოლეგიალური ტრიბუნალია, რომელიც სამ-სამი მსმენელის, ანუ videntibus omnibus-ის მორიგეობით განსჯის. მსმენელთაგან უხუცესი თავმჯდომარე და, სავარაუდოდ, საქმის ინსტრუქტორიცაა. ჩვეულებრივ, ესაა სააპელაციო სასამართლო და განიხილავს მეორე ინსტანციით რიგითი სასამართლოების მიერ განსაზღვრულ და წმიდა საყდრისადმი აპელაციისათვის გადაცემულ საქმეებს; ის მესამე ინსტანციით განიხილავს თავის მიერ, სხვა საეკლესიო სასამართლოს და ვატიკანის საეკლესიო სასამართლოს მიერ განხილულ სააპელაციო საქმეებს. თუმცა, კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად (კან. 1405, ნაწ. 3), საღმრთო ტრიბუნალი პირველ ინსტანციაშიც ასამართლებს ეპისკოპოსებს (გარდა 1419-ე კანონის 2-ე ნაწილში მითითებული შემთხვევებისა), აბატებსა და პაპისეული კანონით სამოწესეო ინსტიტუტების წინამძღვრებს. ამას გარდა, ის პირველ ინსტანციაში განიხილავს რომის პონტიფექსის მიერ გამოთხოვილ და შემდეგ მისადმი მინდობილ საქმეებს (CIC, კან. 1444, პარ. 2).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9