A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო წერილი

It. Sacra Scrittura/Sacre Scritture
რელიგიათა ისტორიაში საღმრთო წერილი ეწოდება სხვადასხვა ზომის ტექსტებს, რომლებიც არცთუ იშვიათად იმჟამიერ საჭიროებათა დასაკმაყოფილებად შეიქმნა, ემყარება გამოცხადებას და რელიგიურ საკრებულოებს, რომლებიც გადასცემენ მათ მომდევნო თაობებს, აწვდიან საკრებულოთა მიერ თვითშეცნობის, თვითმოწყობისა და მათ წევრთა მართებული ქცევისათვის საჭირო წესთა ერთობლიობას. შინაარსის თვალსაზრისით, საღმრთო წერილის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ქრისტიანობის საღმრთო წერილი (ბიბლია) მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის კანონს, რომელშიც გამოცხადებისა და სარწმუნოების ისტორია გადმოცემულია ისრაელისა და ადრექრისტიანული ლიტერატურის ნაწერებში. ეს ნაწერები საეკლესიო გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა ღმრთივშთაგონებულად და სარწმუნოების კანონიერ წყაროდ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9