A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სახელმწიფო სამდივნო

It. Segreteria di Stato
რომის კურიის განყოფილება (სამოციქულო დადგენილება Pastor bonus 1988 წლის 28 ივნისი, პარ. 39-47), რომელიც უშუალოდ ეხმარება რომის პაპს მისი უმაღლესი მისიის განხორციელებაში. სამდივნოს ხელმძღვანელობს კარდინალი - სახელმწიფო მდივანი. სახელმწიფო სამდივნო დასაბამს იღებს მარტინ V-ის დროინდელი საიდუმლო პალატიდან და ინოკენტი VIII-ის (1487) დროინდელი სამოციქულო სამდივნოდან, რომელიც ლათინურ ენაზე ოფიციალურ კორესპონდენციას განაგებდა. სახელმწიფო სამდივნო ორი სექციისაგან შედგება: პირველი საზოგადო საქმეთა სექციაა და უშუალოდ მოადგილეს ექვემდებარება, ვისაც ასესორი უწევს ასისტენტობას, მეორე კი - სახელმწიფოებთან ურთიერთობის სექცია, სახელმწიფო მდივანი - კარდინალის მეთაურობით, ვისაც მოადგილე მდივანი ეხმარება. პირველი სექცია რომის პაპის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით არის დაკავებული; განიხილავს საქმეებს, რომლებიც უწყებების (დიკასტერიათა) და რომის კურიის სხვა ორგანოების რიგითი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება; წარმართავს ურთიერთობას ზემოხსენებულ უწყებებთან და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; არეგულირებს რომის პაპის წარმომადგენლობათა ფუნქციებს და მათ საქმიანობას, განსაკუთრებით, ცალკეულ ეკლესიებთან დაკავშირებით; მოიცავს ყველა საკითხს წმიდა საყდართან აკრედიტებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დაკავშირებით; კომპეტენტურ უწყებებთან შეთანხმებით აწესრიგებს წმიდა საყდრის წარმომადგენლობისა და საქმიანობის საკითხებს როგორც კათოლიკურ, ისე არაკათოლიკურ საერთაშორისო ორგანიზაციებში; გამოსცემს და ავრცელებს სამოციქულო დადგენილებებს, დეკრეტებს, სამოციქულო წერილებს, ეპისტოლეებს და პაპის მიერ მისთვის მინდობილ სხვა დოკუმენტებს; სისრულეში მოჰყავს რომის კურიასა და წმიდა საყდარს დაქვემდებარებულ სხვა დაწესებულებებში დანიშვნებთან დაკავშირებული აქტები, რომლებიც რომის პაპის მიერ უნდა იყოს შედგენილი ან მოწონებული. ამ სექციაშია დაცული ტყვიის ბეჭედი და „მებადურის ბეჭედი“, მზადდება გამოსაცემად Acta Apostolicae შედის, ის ავრცელებს, ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, პაპის აქტებს და ეკლესიის საქმიანობის შესახებ ცნობებს. მეორე სექციასთან შეთანხმებით ის ახორციელებს მევალყურეობას ოსერვატორე რომანოზე, ვატიკანის რადიოსა და ვატიკანის სატელევიზიო ცენტრზე. სტატისტიკის უწყების მეშვეობით აგროვებს და აქვეყნებს მონაცემებს საყოველთაო ეკლესიის ცხოვრების შესახებ, ზრუნავს „პაპის წელიწდეულის“ გამოცემაზე. სამდივნოს მეორე სექციის ამოცანაა საერო ხელისუფლებებთან ურთიერთობა. ამ სექციის კომპეტენციაში შედის:
ა) სახელმწიფოებთან და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებთან დიპლომატიური ურთიერთობების ხელშეწყობა, ერთობლივ ღონისძიებათა წარმართვა ეკლესიისა და საერო საზოგადოების სასიკეთოდ, მათ შორის კონკორდატებისა და სხვა კონვენციათა მეშვეობით, დაინტერესებულ საეპისკოპოსო დაწესებულებათა თვალსაზრისის გათვალისწინებით;
ბ) წმიდა საყდრის წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საზოგადოებრივი ხასიათის საკითხებისადმი მიძღვნილ კონგრესებზე, რომის კურიის კომპეტენტურ უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ;
გ) თავის საქმიანობის ფარგლებში პაპის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9