A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უბი

უბიწოება

Etym. ლათ. სიტყვიდან castitas, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან ცასტუს „უბიწო“
It. Castità
გამოხატავს პიროვნებაში სექსუალობის დადებით ინტეგრაციას და ამის შედეგად ადამიანის, როგორც სხეულებრივი და სულიერი არსების, შინაგან მთლიანობას. როგორც მეუღლეთა სახასიათო სათნოება, უბიწოება სექსის მიმართ მოწესრიგებულ დამოკიდებულებაში მდგომარეობს, რაც მეუღლეთა ურთიერთსიყვარულში ზრდას უწყობს ხელს. დაუქორწინებელთა შორის უბიწოება აღნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას ნებისმიერ სექსუალურ აქტივობაზე. უბიწოება (სრულყოფილი უბიწოება) ერთ-ერთი სახარებისეული რჩევათაგანია, რომელსაც მისდევენ მოწესენი აღთქმის ან სხვა წმიდა ვალდებულებათა მეშვეობით (CIC, კან. 573), რაც ღმრთისადმი მთლიანად მინდობის, თანამოძმეთათვის თავის მიძღვნის, „მომავალი სიცოცხლის ნიშანსა და განუყოფელ გულში უფრო ღრმა ნაყოფიერების წყაროს“ წარმოადგენს (CIC, კან. 599, შდრ. აგრ. CCC, 2337, შმდ.)
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9