A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უფა უფლ

უფლის სხეული

Etym. ლათ. გამოთქმა, აღნიშნავს „უფლის სხეულს“
It. Corpus Domini
დღესასწაული, რომელსაც კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს უწმიდესი სამების დღესასწაულის შემდეგ ხუთშაბათს, ევქარისტიისათვის განსაკუთრებული საზეიმო იერის მისაცემად. ვატიკანის II კრების შემდეგ ეწოდა ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დიდი დღესასწაული. ეს დღესასწაული პაპმა ურბან IV-მ 1264 წელს ბოლსენაში მომხდარი სასწაულის შემდეგ დაამკვიდრა, 1314 წელს კი ის კლემენტე V-მ დაამტკიცა. XV საუკუნიდან უფლის სხეულის პროცესიის გამართვის ტრადიცია მთელ ეკლესიაში დამკვიდრდა, რასაც ხელი შეუწყო, აგრეთვე, პაპების მარტინ V-ისა და ევგენი IV-ის მიერ გაცემულმა საგანგებო ინდულგენციებმა. იტალიაში კვირის განმავლობაში დღესასწაულთა გაუქმების შემდეგ ეს ღონისძიება მომდევნო კვირადღეს იმართება.
See also: Corpus Domini
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9