A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქაა ქად ქალ ქან ქარ

ქარიზმა

Etym. ბერძ. chárisma, ნაწარმ. სიტყვიდან cháris „მადლი“
It. Carisma
ზებუნებრივი ნიჭი, ბოძებული ღმრთის მიერ მორწმუნისათვის მისიის, მსახურების შესასრულებლად ეკლესიაში და ეკლესიისათვის (შდრ. 1 კორ. 12:7; ეფეს. 4:12). სიტყვა „ქარიზმა“ თექვსმეტჯერაა ნახსენები წმიდა პავლეს ნაწერებში და ერთხელ – წმიდა პეტრესთან (1 პეტრ 4:10). წმიდა პავლემ ოცამდე სხვადასხვა ნიჭის შემცველ ქარიზმათა ოთხი სია ჩამოაყალიბა, რომლებშიც შედის: ენათა ფლობის ნიჭი (გლოსოლალია), სასწაულთა ჩადენის უნარი, წინასწარმეტყველება, სულთა გარჩევა და სხვა. ქარიზმათა ავთენტიკურობის შესახებ განსჯა ეკლესიის პრეროგატივაა (LG, 12).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9