A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ღა ღი ღმ
ღმე ღმრ

ღმრთის სამსჯავრო

It. Giudizio di Dio
გამოთქმა ორ განსხვავებულ რეალობას გამოხატავს:

ა) ღმრთაებრივი სამართლის ზემიწიერ გამოვლინებას; ეს გამოვლინება ორმაგია: კერძო სამსჯავროზე „თითოეული ადამიანი სიკვდილის წუთიდან თავისი უკვდავი სამშვინველით იღებს მარადიულ საზღაურს“ (CCC, 1022); ხოლო მსოფლიო (ან საყოველთაო, ან ესქატოლოგიურ) სამსჯავროზე, რომელიც ყველა ადამიანსა და მთელ კოსმოსს მოიცავს „ქრისტეს წინაშე, ვინცაა ჭეშმარიტება, საბოლოოდ გამოაშკარავდება ჭეშმარიტება ყოველი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის შესახებ“ (CCC, 1039);

ბ) უხსოვარი დროიდან ცნობილ სამსჯავრო გამოცდას (მას აგრეთვე „ორდალია“, „საღმრთო სამსჯავრო“ ეწოდება), რომელიც ბრალდებულის დანაშაულის ან უდანაშაულობის განსაზღვრას ემსახურებოდა და ღმრთაებრივი ნების გამოხატულებად იქნა მიჩნეული. გამოცდა ემყარებოდა დაჯერებულობას, რომ ღმრთაება იცავს უდანაშაულოთ და სჯის დამნაშავეთ და შემდეგში მდგომარეობდა: დანაშაულში ეჭვმიტანილებს უტარებდნენ გამოცდას ან ცეცხლით, ან iudicium feretri-ით (გარდაცვლილის გვამს მკვლელთან კონტაქტზე რეაგირება უნდა მოეხდინა), ან iudicium offae-ით (პურისა და ყველის გარკვეული რაოდენობის შეჭმის შემდეგ დამნაშავე უნდა მომკვდარიყო), ანდა ორთაბრძოლით. ამ გამოცდათაგან ერთ-ერთის უარყოფითი შედეგი ღმრთაების მხრიდან დანაშაულის დადასტურების ნიშნად ცხადდებოდა. შუა საუკუნეებში ღმრთის ამგვარ სამსჯავროებს საეკლესიო პირთა შორისაც ატარებდნენ. შემდეგ ეს პრაქტიკა ლატერანის IV კრებამ (1215) დაგმო.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9