შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები შემდეგ კლასიფიკაციას ექვემდებარება:
ა) სავალდებულო;
ბ) სასურველი;
გ) დაშვებული;
დ) გაკიცხული ან დაგმობილი;
ე) აკრძალული ქმედებები.
შარიათის წიგნები შეიცავს ისლამური კანონის დებულებებს შემდგომ საკითხებთან დაკავშირებით:
რელიგიური ვალდებულებანი;
ოჯახური სამართალი;
მემკვიდრეობითი, საკუთრების და გარიგებითი სამართალი;
სისხლის სამართლის და საპროცესო სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
წმიდა ომის (ჯიჰადი) წარმოება.
რაც შეეხება შარიათის მისადაგებას პრაქტიკულ ცხოვრებასთან, იურიდიულ ნორმათა შესრულების უზრუნველყოფა ევალება ისლამური საკრებულოს წინამძღვარს, იქნება ეს ხალიფა, იმამი თუ სულთანი, და კიდევ, მოსამართლეს (ყადი). მათთან ერთად არის, აგრეთვე, მრჩევლის სტატუსის მქონე კანონმცოდნე (ეწოდება ფაქიჰ, ალიმ, მრ.რ.: ულამა; თუ ოფიციალური თანამდებობის პირია, ეწოდება მუფტი).
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |