A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შთა

შთაგონება

Etym. ლათ. inspiratio (ზმნიდან in-spirare „შიგნით შებერვა“)
It. Ispirazione
შთაგონება აღნიშნავს ღმრთაებრივ საწყისს ბიბლიისა, რომელიც მოკვდავ ავტორებს სული წმიდამ შთააგონა, რის გამოც ის ღმრთის ჭეშმარიტ სიტყვადაა აღიარებული. ღმერთი, როგორც საღმრთო წერილის მთავარი „ავტორი“, იშველიებს ადამიანს – მეორეხარისხოვან ავტორს, თუმცა ეს უკანასკნელი ნამდვილად ასრულებს ლიტერატურულ შრომას. ანუ, შთაგონება არ გულისხმობს ღმრთაებრივი ქმედების მიერ ჰაგიოგრაფის ძალისხმევისა და ლიტერატურული შრომის ჩანაცვლებას ან ჩახშობას. ამას ადასტურებს, აგრეთვე, სხვადასხვა შთაგონებულ ავტორთათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული წერის სტილი და ლიტერატურული თხრობა, რაც ერთი და იმავე მოვლენის აღწერაშიც ცხადად ჩანს. აშკარად ზებუნებრივი ღმრთაებრივი გალენა სამმაგია (ანუ ეხება ჰაგიოგრაფის გონებას, ნებასა და საშემსრულებლო უნარებს) და წარმავალია (ანუ არაჩვეულებრივი: მიმართულია კონკრეტული მიზნის – ნაწერის – შესაქმნელად და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ქრება).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9