A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო
ჩირ

ჩირკოჩელიონები

Etym. ტერმინის წარმოშობა დაუდგენელია. შესაძლებელია მომდინარეობდეს ლათინური სიტყვებიდან circum cellas
It. Circoncellioni
მოხეტიალე ქრისტიანები, რომლებსაც „დასახლებათა გარშემო“ მიჰქონდათ იერიშები. ისინი IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედებდნენ. რელიგიური რადიკალიზმით დასნეულებული ეს ფანატიკოსი დონატისტები წმიდანებად, რწმენისთვის მებრძოლებად, ქრისტეს ჯარისკაცებად აცხადებდნენ თავს. გამუდმებით ანგრევდნენ კათოლიკურ ეკლესიებს, აუგად ეპყრობოდნენ მონაზვნებს და მორწმუნეებს, ჰქონდათ ასევე სოციალურ-ეკონომიური ხასიათის მოთხოვნებიც. დაახლოებით IV საუკუნის შუაწლებში მათი მოძრაობა იმპერატორმა კონსტანტიმ აღკვეთა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9