A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ციბ ცის

ცისტერციელნი

Etym. სიტყვიდან Cistercium – სიტოს ლათინური სახელიდან, სადაც 1098 წელს მოლეზმის წინამძღვარმა წმიდა რობერტმა ცისტერციულად წოდებული სამონასტრო ორდენის პირველი სააბატო დააარსა
It. Cistercensi
ორდენს ახასიათებდა ასკეტური სულისკვეთება, მისი მიზანი კი წმიდა ბენედიქტესეული წესდების მკაცრად შესრულების ხელახლა დამკვიდრება იყო, საპირისპიროდ იმ დაცემისა, რაც კლუნის სააბატომ განიცადა. წმიდა ბერნარდ დე ფონტეინის მეოხებით მთავარ სააბატოს მცირე ხანში ოთხი „შვილობილი“ შეემატა: ლა ფერტეს (1113), პონტინის (1114), კლერვოსა და მორიმონის (1115) მონასტრები. მთავარ სააბატოთა წინამძღვრებმა შემდგომ დაარსებულ ყველა მონასტერზე შეინარჩუნეს ზემდგომობა. ორდენის საბოლოო წესდება ჩამოაყალიბა სიტოს მესამე აბატმა, სტეფან ჰარდინგმა დოკუმენტში Carta caritatis (1119), რომელიც იმავე წელს კალისთე II-მ დაამტკიცა. მასში კვლავ აღინიშნა ფიზიკური და სასოფლო-სამეურნეო შრომის, სიღატაკის რადიკალური მიმდევრობისა და წესის უპირობო აღსრულების მნიშვნელობა. ორდენი ძალიან სწრაფად გაფართოვდა და წმიდა ბერნარდის გარდაცვალების წელს (1153) მთელ იტალიაში უკვე 343 სააბატოს მოიცავდა. 1132 წელს ტარტში, საფრანგეთში, ორდენის პირველი ქალთა სააბატო დაარსდა. XIV საუკუნეში ცისტერციელებმაც განიცადეს გარკვეული დაცემა, XVII საუკუნეში კი ორდენი ორ შტოდ დაიყო: რეფორმირებულ ცისტერციელებად ანუ წესის მტკიცე მიმდევრებად (ნ. ტრაპისტები) და ცისტერციელებად ანუ წესის ჩვეულებრივ მიმდევრებად. მორთულობასა და კაზმულობას მოკლებული ცისტერციულ სააბატოთა და ეკლესიათა სადა და ფუნქციური არქიტექტურა ამ ორდენისათვის დამახასიათებელ სიმარტივესა და სისადავეზე მეტყველებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9