A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა პეტრეს გროში

Etym. ბერძ. obolós „მცირე მონეტა“
It. Obolo di san Pietro
წმიდა პეტრეს გროში (ეწოდებოდა denarius an census sancti Petri) მორწმუნეთა ნებაყოფლობითი შეწევნაა რომის პაპის – წმიდა პეტრეს მემკვიდრისადმი, რათა პაპს კათოლიკე ეკლესიის საჭიროებებზე ზრუნვის საშუალება მიეცეს. შუა საუკუნეებში ის წარმოადგენდა ყოველწლიურ გადასახადს წმიდა საყდრის სასარგებლოდ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან (მაგ. ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვ.). დღევანდელი ფორმით წმიდა პეტრეს გროში, რომელიც უმთავრესად 29 ივნისს გროვდება მსოფლიოს ყველა დიოცეზში, 1859 წელს, პარიზში დამკვიდრდა თავად მონტალემბერის ინიციატივით შექმნილი denier de saint Pierre კათოლიკური კომიტეტის მეშვეობით და იქიდან გავრცელდა ჯერ ტურინსა და ვენაში, შემდეგ ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, სადაც მისიონერული მოღვაწეობა ხორციელდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9