A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხსნ

ხსნის განგებულება

Etym. ბერძნ. oikonomía (oikos „სახლი“ და nómos „წესი“) „მართვა“, „დაგეგმარება“ + ნაწარმოები ფორმა სიტყვისა „ხსნა“
It. Economia salvifica
აღნიშნავს ღმრთის მიერ დასახულ ხსნის ჩანაფიქრს, განხორციელებულსა და გამოცხადებულს ისტორიის მთლიან მსვლელობაში. ამ ჩანაფიქრის მთავარი ბირთვი და მწვერვალი ქრისტეა (შდრ. ეფეს. 1:3-14). ვატიკანის II კრება აცხადებს: „მოეწონა ღმერთს სიკეთითა და სიბრძნით თავის გამოვლენა და თავისი ნების საიდუმლოების გამჟღავნება (შდრ. ეფეს. 1:9); ამ ნების წყალობით, ადამიანები ქრისტეს – განკაცებული სიტყვის – მეშვეობით, სული წმიდაში იღებენ ღმერთთან მიახლოების საშუალებას და ღმრთაებრივ ბუნებაში მონაწილეობას“ (DV, 2).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9