A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჯა ჯე ჯვ ჯო ჯუ
ჯვა ჯვრ

ჯვარი

It. Croce
L. crux
წამების იარაღი, რომელსაც ძველად სხვადასხვა ხალხები იყენებდნენ, უმთავრესად რომაელები. იქცა ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოდ, რადგანაც მასზე იესო ქრისტე მოკვდა. პირველმა ქრისტიანებმა იესოს ჯვარზე სიკვდილი უზენაეს მხსნელ მოვლენად აღიქვეს. ჯვართამაღლების დღესასწაული (14 სექტემბერი) უკვდავყოფს იესოს ჯვარზე სიკვდილის მხსნელ ქმედებას, რომელსაც თითოეული ქრისტიანი ეზიარება, ამასთანავე, უბრალოდ პირჯვრის გადაწერის მეშვეობითაც. ქრისტიანობის დასაბამიდანვე ჯვარი თაყვანისცემის საგანი იყო. ის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, როდესაც კონსტანტინეს შემდეგ ძვირფასი ქვებით მორთული იქნა წარმოდგენილი. ჯვარცმის პირველი გამოსახულებები V საუკუნეს განეკუთვნება, დაახლოებით X საუკუნემდე დასავლეთში მათზე შემოსილ ქრისტეს გამოსახავდნენ. არსებობს საპროცესიო ჯვარი, საკურთხევლის ჯვარი, სამწყსო ჯვარი, რომელსაც პაპი, კარდინალები, ეპისკოპოსები და აბატები იყენებენ. დიდ პარასკევს ეკლესია პატივს მიაგებს საზეიმოდ გამობრძანებულ წმიდა ჯვარს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9