A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჯა ჯე ჯვ ჯო ჯუ
ჯოჯ

ჯოჯოხეთი

Etym. ლათ. ზედსართავი სახელიდან infernus „ქვემოთ მოთავსებული“, „ქვეშ მოთავსებული“; საშუალო სქესის ფორმა infernum უფრო ხშირად გამოიყენება როგორც არსებითი „ჯოჯოხეთური სამყაროს“ – დემონთა და წარწყმედილ სულთა სამყოფლის – აღსანიშნავად
It. Inferno
ადამიანის მიერ ღმრთის საბოლოოდ დაკარგვის მდგომარეობა, როდესაც, თავისი თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, იგი შეგნებულად უარყოფს ღმერთს და თავად გარიყავს საკუთარ თავს ღმერთთან და ნეტარებთან თანაზიარებიდან. იესო ხშირად ახსენებს „გეენას“ და „უშრეტ ცეცხლს“ (შდრ. მათ. 5:22,.29; 13:42.50; მარკ. 9:43-48) და მკაცრად აცხადებს განაჩენის გამოტანის შესახებ: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში!“ (მათ. 25:41). ეკლესია ამტკიცებს ჯოჯოხეთის არსებობას და მის მარადიულობას, თუმცა, აგრეთვე, ასწავლის, რომ ღმერთი არავის განუსაზღვრავს წინასწარ ჯოჯოხეთში მოხვედრას: ესაა შედეგი ღმერთთან ნებაყოფლობითი მტრული დამოკიდებულებისა, რომელშიც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩება (შდრ. CCC, 1033-1037).
See also: ცოდვა
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9