A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიბ ჰიმ ჰინ ჰიპ ჰიჯ

ჰიპოსტასი

Etym. ბერძ. hypóstasis „სუბსტანცია“ („ის, რაც ქვეშაა“)
It. Ipostasi
მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც თანდათანობით დამკვიდრდა. თავდაპირველად ბერძნულ ენაში აღნიშნავდა კონკრეტულ, ინდივიდუალურ რეალობას და არ განსხვავდებოდა მნიშვნელობით ousía-საგან. სამების შემსწავლელ თეოლოგიაში მხოლოდ 380 წლიდან გამოიკვეთა განსხვავება ერთადერთ ღმრთაებრივ ბუნებასა (ousía) და სამ ჰიპოსტასს, ანუ პიროვნებას შორის (კონსტანტინოპოლის კრება, 381 წელს), ხოლო 451 წელს, ქალკედონის კრებამ ქრისტეში ორი ბუნება და მხოლოდ ერთი ჰიპოსტასი, ანუ პიროვნება აღიარა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9