A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰომ ჰოს

ჰომილია

Etym. ბერძნ. homilía „საუბარი“, სიტყვიდან homiléin „შეკრება“, „საუბარი“, შემდეგ ლათ. homilia
It. Omelia
ევქარისტიული მსახურების დროს, ღმრთის სიტყვის ლიტურგიის შემდეგ წარმოთქმული ქადაგება. ჩვეულებრივ ესაა წირვის დროს წაკითხული წმიდა ტექსტების განმარტება და გავრცობა. სავალდებულოა კვირადღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე. მისი დანიშნულებაა, წააქეზოს მორწმუნეთა საკრებულო ევქარისტიაში უფრო აქტიურად მონაწილეობისა და ქრისტიანული ცხოვრების სრულად განცდისაკენ რწმენის საიდუმლოთა და ქრისტიანული ქმედების წესთა გადმოცემის მეშვეობით (CIC, კან. 767). ჰომილიას მღვდელმსახური ან დიაკონი წარმოთქვამს; ის უნდა წარმოადგენდეს განსჯის ნაყოფს, იყოს სათანადოდ მომზადებული და ზომიერად ხანგრძლივი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9