A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გიხ

„გიხაროდენი“

It. Ave Maria
ეწოდება, აგრეთვე, „ანგელოსის მისალმება“. ყველაზე გავრცელებული იმ ლოცვათა შორის, რომლებიც მარიამს ეძღვნება. შედგება ორი განსხვავებული ნაწილისაგან: პირველი მათგანი შეიცავს სიტყვებს, რომლებიც წარმოთქვეს მთავარანგელოსმა გაბრიელმა („გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“ (ლუკ. 1:28)) და ელისაბედმა („კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეული არს ნაყოფი მუცლისა შენი“ (ლუკ. 1:42)). ლოცვის მეორე ნაწილი ღმრთის დედისადმი მეოხებისათვის ეკლესიის ვედრებაა. ლოცვის ეს ნაწილი XIV-XV საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. “გიხაროდენის” ამჟამინდელი ფორმა 1568 წელს პაპმა პიუს V-მ დაამტკიცა.
See also: Ave Maria
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9