A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ოა ობ ოთ ოკ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ოსა ოსე ოსი ოსტ

„ოსერვატორე რომანო“

It. L’Osservatore Romano
ვატიკანის სახელმწიფოს ყოველდღიური გაზეთი. იტალიის სახელმწიფო არქივში 1870 წლის შემდეგ მოთავსებული საქმე „162/1110 L’Osservatore Romano“ პაპ პიუს IX-ის ნებით გაზეთის დაარსების დოკუმენტური საბუთია. ახალი გაზეთი 1861 წლის ივნისში იტალიის მინისტრთა საბჭომ და პაპ პიუს IX-მ დაამტკიცეს. გაზეთის პირველი ნომერი იმავე წლის 1 ივლისს დაიბეჭდა. „ოსერვატორე რომანო“ პირველივე დღიდან პაპის ნააზრევის გავრცელებას ემსახურება და მჭიდროდ თანამშრომლობს რომის კურიის უწყებებთან. გაზეთის ყოველდღიური გამოცემა იტალიურ ენაზე იბეჭდება. გარდა ამისა, არსებობს მისი ვერსიები ფრანგულ (1949), ინგლისურ (1968), ესპანურ (1969), პორტუგალიურსა (1970) და გერმანულ ენებზე (1971). 1980 წლიდან იბეჭდება „ოსერვატორე რომანოს“ გამოცემა პოლონურ ენაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9