გა გბ გდ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ

გამხდარი

iron. საპნის ნალევი, მილეულ მთვარესა ჰგავს.
Synonym: გამხდარ-გამხდარი, მჭლე, დამჭლევებული, ჭანი, ჭნავი, გალეული, გაძვალტყავებული, გაწლობილი, დაწლობილი, ჩხირივით ხმელი, ხორცდაცვინული, ხორცდაყრილი, დაწვრილებული, კაკაროტი, კნაჭა, გაკნაჭული, გამხვრჭვალი, მლივი, ნალევი, მლევანა, დალეული, კაფანდარა, კანტი, ლუძი, ჯანდაგი, ჯანგაცლილი, ჩამომჭკნარი, ჩამომხმარი, ჩამომდნარი, წელაღვერა, ჩაჩანაკი, ძაბუნი, გადამღრძვალი, გაკანჭული, თხელ-თხელი, ცხვირში სინათლე გასდის, გამხმარი, გამდნარი, კატასავით მიკნავებული, ყბა ყბაში გაყრილი, ფერდი ფერდზე გაკრული, ლაკარტანა, ლართხა, გამოფერდილი, გვერდებჩაცვინული, ხმელ-ხმელი, ჩამოფხავებული, პირხმელი (ნიადაგი), მწირი, წეფხი, გამოფიტული, (ხორცი) ლაპრი (ამ ლაპრი ხორცისაგან წვენი ვერ გაკეთდება), აწოწილი (მაღალი და გამხდარი ადამიანი), გაწლიკული (უშნოდ გამხდარი მაღალი ადამიანი), ალხი („ნაზამთრი მჭლე საქონელი“ – საბა).

კალმად გიკვეთ გაწლობილსა
ტანსა ჩემსა ვითა თმასა.
(შოთა)

ტარანტასიდან გადმოხტა მაღალი, უშნოდ აწოწილი და ძალზედ გამხდარი კაცი. (ა. ყაზბეგი)

განიერი კაბა მთლად გაჰკროდა გამხდარს და გაკნაჭულ ტანს. (ა.ყაზბეგი)

არა! რა ნახა იმ გაწლიკულ ქალში?! (ა. ყაზბეგი)

პატარა ტანად გამხვრჭვალი,
თავს ქუდათ ჩაჩი ხურია.
(ა. ყაზბეგი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9