გა გბ გდ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ

განკურნება

Synonym: განკურნვა, მორჩენა, გამოსაღება, გამოჯანსაღება, მოკეთება, გამოცოცხლება, თვალში გამოხედვა (გამოიხედავს), გამოკეთება, მოხედვა (ავადმყოფმა მოიხედა), მომაგრება, ჯანზე მოსვლა, მოჯანიერება, მოღონიერება, მოჯობინება (ეგებ ცოტა მოვჯობინდე), მოშუშება (ტკივილები მოუშუშდა), ფეხზე დადგომა, ფეხზე დაყენება, (ორიოდ დღეში ექიმმა ფეხზე დააყენა), სიკვდილს გადარჩა, სიკვდილს გადაარჩინა, გამობრუნება, ავადმყოფი უკვე ადგა, ავადმყოფი ფეხზეა, უკეთესობა (უკეთესობა ეტყობა), დაამება (თავის ტკივილი დაუამდა), გავლა (ტკივილებმა გაუარა), გამოტრიალება (ავადმყოფი გამოტრიალდა), მოკეთება (მოკეთებული), ძალის შემატება, მომძლავრება, წელში გამართვა, დაცხრომა, დაამება (ტკივილებისა).

ჩანს, სამშობლოს სატკივარი
მოუშუშდა, გაუმთელდა.
(ი. გრიშაშვილი)

თვალში გამოიხედა გოგირდშეფრქვეულმა ისრიმმა. (მ. მრევლიშვილი)

რაც დრო გადის, ...მოშუშების ნაცვლად, გულში გაჩენილი იარა მეც ტკივილს მგვრის. (რ. გვეტაძე)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9