და დგ დე დვ დი დნ დო დრ დუ დღ
და დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ

დარდი

Synonym: ჯავრი, ბოღმა, ვარამი, ვაება, სევდა (სევდა შემომაწვა), ნაღველი (ნაღველა), გულისნადები, გულისთქმა, ფიქრი (შავი ფიქრებით ვარ მოცული), შეჭირვება, ჭირი, ჭირ-ვარამი, ვაგლახი, ვაი-ვაგლახი, დარდ-ვარამი, დარდუბალა, უბედურება, ჭმუნვა, მჭმუნვარება, წუხილი, მწუხარება, ნაღველი, ღაზი, ურვა, დაძმარებულობა, დაღრეჯილობა, ზრუნვა, საწუხარი (რა გაქვს საწუხარი?), დარდისაგან დანა პირს არ მიხსნის, გულში ეკლად მაქვს. გულზე (მძიმე) ლოდი აწევს.

„მოდი, ჭმუნვა გამიქარვე.“ (შოთა)

„მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.“ (შოთა)

„და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა.“ (ილია)

„ურვით მოკლული შემომტირის მე მწუხარედ სული.“ (ილია)

„ტკბილი სიტყვა ნუგეშია: კაცს გულს მოჰფხანს . გულის ფხანა რაღა დარდუბალაა?!“ (ილია)

„დავსხედით პურის საჭმელად , მაგრამ ვაი იმ პურის ჭამას! ყელში და პირში თითქოს ნაღველი მქონდა გამოვლებული.“ (ა. ყაზბეგი),

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9